პრემიერმა უნგრეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
პრემიერმა უნგრეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
22:56 30.06.2017
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, შანდორ საბოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს და ხაზი გაესვა უნგრეთის მნიშვნელოვან წვლილს აღნიშნულ პროცესებში.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა შანდორ საბოს ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შანდორ საბო საქართველოში მისიას ასრულებს.

ბეჭდვა