პორტუგალიაში საქართველოს ელჩმა პორტუგალიის კულტურის მინისტრთან შეხვედრა გამართა
პორტუგალიაში საქართველოს ელჩმა პორტუგალიის კულტურის მინისტრთან შეხვედრა გამართა
20:50 30.06.2017
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პორტუგალიის რესპუბლიკაში რევაზ ბეშიძემ შეხვედრა გამართა პორტუგალიის კულტურის მინისტრთან ლუიშ ფილიპ დე კასტრო მენდესთან.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და პორტუგალიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები. ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე და გამოთქვეს მომავალი, კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იმედი. ამ კონტექსტში, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს სამთავრობო პროგრამას „გადაიღე საქართველოში“. მასპინძელ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია აღნიშნული პროგრამის შესახებ და დაინტერესების შემთხვევაში, გამოითქვა მომავალი თანამშრომლობის მზადყოფნა.

შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნება, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ამ საიუბილეო თარიღის მნიშვნელობას.

ბეჭდვა