საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა
საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა
14:14 28.06.2012
საქართველოს სექტემბერში ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ეწვევა.ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ,  ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდ ვერშბოუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი ნატო საქართველოს ურთიერთობების ყველა აქტუალურ საკითხს შეეხო.

მისივე თქმით, ნატო-ს ჩიკაგოს სამიტი ნათელი დადასტურება იყო იმისა, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანების გზას მკვეთრად ადგას და ამ მიმართულებით წინ მიიწევს.

ბარამიძის შეფასებით, ნატო-ს გენერალური მდივნის დაგეგმილი ვიზიტი ამის კიდევ ერთი დასტური იქნება. საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროსესი კი, წინ მიიწევს და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების პირობებში ქვეყანა დასახულ ამოცანას ბოლომდე მიიყვანს.


ბეჭდვა