აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესები ძალის გამოყენების გარეშე წარიმართება.
ამის შესახებ-ს ელჩმა დღეს „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, კერძოდ, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებზე ძალადობაზე, „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ანგარიშებისა და „გლობალ TV“-ის ანტენების დაყადაღების შესახებ საელჩოს ინფორმირებულობის თაობაზე კითხვაზე პასუხისას ბასმა განაცხადა - „საქართველოში დიდი ხანია ვიმყოფები იმისთვის, რომ ფაქტები და შეხედულებები ერთმანეთისგან გავარჩიო“.
მისივე თქმით, ჩამოთვლილ ინციდენტებთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც საქართველოს მთავრობის წევრებთან, ასევე, სხვებთან.
„ჩამოთვლილი ინციდენტებისგან დამოუკიდებლად მინდა ავღნიშნო, რომ არსებობს საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნა საარჩევნო კამპანია კონკურენტულ გარემოში და დემოკრატიულად ჩატარდეს. პოლიტიკურმა პარტიებმა, მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა უნდა შეძლონ მოსახლებასთან საკუთარი შეხედულებების მიტანა. იმედია საარჩევნო კამპანია ძალადობის გარეშე წარიმართება“- აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.
ბასის განცხადებით, მას მიჩანია, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს საშუალება საზოგადოებას გააცნოს თავის ხედვა, კერძოდ, იმის თაობაზე თუ რა გამოწვევებს ხედავენ ქვეყანაში და რა გზებით უნდა შესრულდეს ისინი.
