პარლამენტის ვიცე–სპიკერი, „ქრისრიან-დემოკრატი“ ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ არჩევნების დღისთვის საკაბელო ოპერატორების მიერ მაუწყებლების ტრანზიტის შეწყვეტამ შესაძლოა,
ქვეყანაში არეულობა და მოსახლოების უკმაყოფილება გამოიწვიოს.
„არ შეიძლება ტრანზიტის ვადები არჩევნების დღემდე განისაზღვროს, რადგან საარჩევნო პერიოდი სამ ფაზად იყოფა – წინასაარჩევნო პერიოდი, არჩევნების დღეს და ხმების დათვალის ფაზა“ – განაცხადა ვეფხავძემ.
ის მიიჩნევს, რომ მოსახლოებას სამივე ფაზის შესახებ უნდა ჰქონდეს ამომწურავი და სრულფასოვანი ინფორმცაია.
„ამომრჩეველს განსხავებული აზრის მიღების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს არჩევნების დღესაც და მას შემდეგაც“ – აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისი თქმით, არსებობს იმის საფრთხე, რომ არაინფორმირებულმა საზოგადოებამ თავისი უკმაყოფილება შესაძლოა, ქუჩაში გადაიტანოს.
დეპუტატების ოპოზიციური ნაწილი მიიჩნევს, რომ „must carry“- ს პრინციპი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე უნდა გაგრძელდეს, რასაც საპარლამენტო უმრავლესობა ეწინააღმდეგება.
მმართველი გუნდის არგუმნეტის თანხამად, სავალდებულო ტრანზიტი გავრცელდება მხოლოდ არჩევნებამდე 60 დღის განმავლობაში იმ მიზნით, რომ მოსახლეობამ ინფორმირებული და სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გააკეთოს არჩევანი. ხოლო არჩევნების შემდეგ, მსგავსი განსაკუთრებული საჭიროება აღარ იარსებებს და საკაბელო კომპანიებს ტრანზიტის ვალდებულებას ხელისუფლება არ დააკისრებს.
