საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა, რომლის დროსაც მან შეხვედრები გამართა
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩევლისმოადგილესთან, იოხიმ ბერტელესთან, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩთან, ანდრეას პეშკესთან და გერმანიის მთავრობის სპეციალურწარმომადგენელთან, ბუნდესტაგის დეპუტატთან, გერნოტ ერლერთან.
შეხვედრები ასევე გაიმართა გერმანიაში მოქმედი პოლიტიკური ფონდების, ანალიტიკური ცენტრებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან. გერმანიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან გამართულიშეხვედრებისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობის, კონფლიქტის დარეგულირებაში ევროკავშირის როლის და საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ. საუბარი ასევეშეეხო გერმანიას და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს. გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების, ზოგადად, სამეზობლო პოლიტიკის თემატიკა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებისპრობლემატიკა. კონრად ადენაუერის, Berghof-ისა და Stiftung Wissenschaft und Politik-ის ფონდებში გამართული დისკუსუსიებში განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და აკადემიური წრეების, პოლიტიკური ფონდებისა დაანალიტიკური ცენტრების აქტიური ჩართულობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის შესახებ ორგანიზებულ დისკუსიებში.
გერმანიაში ვიზიტის დროს, დავით დონდუამ ჩანაწერი გააკეთა სამგლოვიარო წიგნში და გერმანელ ხალხს მიუსამძიმრა ყოფილი ფედერალური კანცლერის, ჰელმუტ კოლის გარდაცვალების გამო.
