ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოში გატარებულ რეფორმებს მხარდაჭერას უცხადებს.
ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ვერშბოუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.
„ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება ჩიკაგოს სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა. ამასთან, საქართველოში შთამბეჭდავი რეფორმებია გატარებული, რასაც მხარს ვუჭერთ“ -აღნიშნა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.
ალექსანდრ ვერშბოუს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს.
