ახმედ იმამკულიევი ქეთევან ციხელაშვილსა და დეპუტატ სავალან მირზოევს გარიგებაში ადანაშაულებს
ახმედ იმამკულიევი ქეთევან ციხელაშვილსა და დეპუტატ სავალან მირზოევს გარიგებაში ადანაშაულებს
15:44 24.06.2017
პოლიტიკოსი ახმედ იმამკულიევი პარლამენტის დეპუტატ სავალან მირზოევსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს უკანონო ქმედებების განხორციელებაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, სხელმწიფო მინისტრის აპარატის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონკურსო თანამდებობაზე მოქალაქე აიაზ მამედოვი უკონკურსოდ დაინიშნა.
განცხადებას ამის შესახებ ახმედ იმამყულიევი სოციალური ქსელ "ფეისბუკით" აკეთებს.

"კულუარებიდან მოვიდა ინფორმაცია, რომ პარლამენტარმა სავალან მირზოევმა მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს სთხოვა თავისი მეგობრის აიაზ მამედოვის დანიშვნა თანამდებობაზე, რომელიც არის საკონკურსო. ეს მანამ არ დავიჯერე, სანამ არ ვნახე სავალანის მიერ დადებული ფოტო სადაც ის თავის მეგობარს საკონკურსო თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. აიაზი უკვე იღებს მილოცვებს. საუბარია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქვემო ქართლის რეგიონული წარმომადგენელის თანამდებობაზე, რომლის კონკურსი ჯერ არც კი გამოცხადებულა. დავრეკეთ სამინისტროში და გვითხრეს, რომ ჯერ კონკურსი უნდა გამოცხადდესო. უკვე გასაგებია, რომ ეს კონკურსი ფიქციაა"- წერს ახმედ იმამყულიევი.

ბეჭდვა