შაშიაშვილი - „სახალხო კრების“ დაშლის შესახებ ხმები გადაჭარბებულია
შაშიაშვილი - „სახალხო კრების“ დაშლის შესახებ ხმები გადაჭარბებულია
10:42 28.06.2012
„სახალხო კრების“ დაშლაზე ხმები გადაჭარბებულია - ამის შესახებ მოძრაობა „თეთრების“ ხელმძღვანელი თემურ შაშიაშვილი აცხადებს, რომელიც „სახალხო კრების“ წარმომადგენელია.
მისი თქმით, „სახალხო კრებაში“ მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა.

„კრება არის განსხვავებული პოზიციების მქონე ადამიანთა ერთობა და სწორედ ამით არის იგი ძლიერი. მე ვრჩები ჩემს პოზიციაზე. „სახალხო კრება“ იწყებს აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას, კონსულტაციები გრძელდება და ხმები მისი დაშლის შესახებ გადაჭარბებულია“ - განაცხადა შაშიაშვილმა.

გუშინ „სახალხო კრებაში“ დახურული მოლაპარაკებები გაიმართა, რომელიც „თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების გამო იყო მოწვეული. კერძოდ, მან გასულ კვირაში განაცხადა, რომ პარლამენტში არ არის სპორტსმენების, მწერლებისა და მსახიობების ადგილი, რამაც „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერის, ჩემპიონის ლუკა კურტანიძის უკამყოფილება გამოიწვია.

ბეჭდვა