"დემოკრატიული საქართველო" და ლეიბორისტები 41 პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მოითხოვენ
"დემოკრატიული საქართველო" და ლეიბორისტები 41 პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მოითხოვენ
14:57 25.02.2012
"დემოკრატიული მოძრაობა" და ლეიბორისტული პარტია 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ევროპულ სტრუქტურებს მიმართავს.  
როგორც დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე მათ განაცხადეს, 2011 წლის 26 მაისს მხეცურად დარბეული აქციის შედეგად ქვეყანაში არსებობენ არა მარტო დახოცილები, არამედ პოლიტპატიმრები.
"დღეს ვაქვეყნებთ პოლიტპატიმრების სიას, ვუგზავნით შესაბამის ევროპულ სტრუქტურებს და მათ დაუყონებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ. სანამ ქვეყანაში არსებობენ პოლიტპატიმრები, დემოკრატიაზე, სიტყვის თავისუფლებაზე და ადამიანის უფლებებზე ლაპარაკი ზედმეტია" - განაცხადეს ბრიფინგზე.
26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით "სახალხო კრების" მხარდამჭერი 41 პირი სისხლის სამართლის კოდექსით წაყენებული ბრალით იხდის სასჯელს.

ბეჭდვა