მიხეილ ჯანელიძე კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე სიტყვით გამოვიდა
12:12 23.06.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის მიერ ორგანიზებულ
საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვიდა
საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნის მიერ გატარებულ წარმატებულ რეფორმებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რომელმაც ქვეყანა მოწინავე დემოკრატიად აქცია, ღია და ლიბერალური ეკონომიკით.
მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობებსა და საქართველოს მოქალაქებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების მნიშვნელობაზე.
როგორც მან აღნიშნა დღეს საქართველომ ევროპული ინტეგრაციის ახალ ეტაპზე შეაბიჯა. ქვეყანა წარმატებით ახორციელებს ასოცირების შეთანხმების იმპლემეტაციას, რათა უზრუნველყოფს ევროკავშირთან შემდგომი საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება. მინისტრა ასევე ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომ მიზნებზე, რაც გულისხმობს ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას, ევროკავშირის სპეციალიზირებულ სააგენტოებთან დაახლოებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას და ა.შ. მისი განცხადებით საქართველოს გააჩნია ნათელი ხედვა და გეგმა თუ როგორ აქციოს ეს ხედვა რეალობად და მიუახლოვდეს ინტეგრაციის ისეთ დონეს, როდესაც წევრობა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი იქნება.
კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში 23-24 ივნისსაწყობს კონფერენციას „Eastern Partnership – Together Towards Tomorrow“.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისასამდე მაღალი რანგის წარმომადგენელი სამოქალაქო, კერძო და საჯარო სფეროდან,ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან,მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირები და ა.შ. კონფერენციაზეგანხილული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების გამოწვეები, მათიგადაჭრის გზები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ამ ქვეყნებში დემოკრატიისგანვითარებაზე, უსაფრთხოების პოლიტიკასა და ეკონომიკურ პოლიტიკაზე.საფრთხეებზე დემოკრატიზაციის, ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოებისკუთხით და მათთან გამკლავების ერთობლივ სტრატეგიებზე.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა ფონდის საქმიანობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ევროპული ფასეულობების განმტკიცებას.