ხულოს მუნიციპალიტეტში მოქმედი ანსამბლი „არგინეთი“ საგასტროლოდ ბულგარეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ანსამბლი ქალაქ გორნა ორიახოვიცაში
მიმდინარე მე-13 საერთაშორისო ფესტივალში - „რახოვჩე“ იღებს მონაწილეობას. ფესტივალის პირველ დღეს სტუმრებისათვის ადგილობრი ფოლკლორული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. დღეს უკვე ფესტივალი, რომელშიც საქართველოსთან ერთად, ბულგარეთის, სერბეთის, მოლდავეთის და ესპანეთის ფოკლორული ჯგუფები მონაწილეობენ, ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სპეციალურად მოწყობილ სცენაზე დაიწყო, რომელმაც შემდგომში უკვე ღია საკონცერტო დარბაზში გადაინაცვლა. „არგინეთის“ გამოსვლამ მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება და ოვაციები დაიმსაურა.
ანსამბლი, ბულგარეთის რესპუბლიკაში მიმდინარე ფესტივალში ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით იღებს მონაწილეობას.
