ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკების მეათე პლენარული სხდომა დღეს ბრიუსელში გაიმართება.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა.
მისი თქმით, დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის წარმატებით მიმდინარეობს და ფაქტიურად ხელშეკრულების ტექსტის ¾ შეთანხმებულია. ამ შეთანხმებით, საქართველო ევროკავშირთან პოლიტიკური ჩართულობისა და ეკონომიკური ინტეგრაციიის თვალსაზრისით თვისობრივად მაღალ დონეზე დადგება.
ქართულ დელეგაციას ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე უხელმძღვანელებს.
