კოალიცა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თეატრალიზებულ აქციას გამართავენ.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტნე ზურაბიანმა განუცხადა.
ზურაბიანის განმარტებით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდები ყველა სახელმწიფო დაწესებულებასთან მოაწყობენ მსგავსი ტიპის აქციას, რადგან მიიჩნევენ, რომ დღეს ქვეყანაში თითქმის ყველა სახელმწიფო დაწესებულება უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდებმა თეატრალიზებული აქციები, თბილისის მთავარ პროკურატურასთან, იუსტიციის სამინისტროსთან და საქალაქო სასამართლოებთან უკვე გამართეს.
