საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის შეთანხმება გაფორმდება
საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის შეთანხმება გაფორმდება
08:59 28.06.2012
საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის დღეს, დაფინანსების შეთანხმებას მოეწერება ხელი, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ დაახლოებით, 42 მლნ აშშ დოლარის გრძელვადიანი და შეღავათიანი სესხის გამოყოფას ითვალისწინებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სესხის მიზანი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მესამე პროექტის დამატებითი დაფინანსებაა.
შეთანხმებას ხელს მოაწერენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ელენე იმნაძე.
ხელმოწერის ცერემონიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი დაესწრება.

ბეჭდვა