საქართველოში ვიზიტით ახალგაზრდა ისრაელელი ელჩები იმყოფებიან
საქართველოში ვიზიტით ახალგაზრდა ისრაელელი ელჩები იმყოფებიან
14:56 19.06.2017
თბილისს დღეს ისრაელიდან 40–მდე ახალგაზრდა ელჩი ესტუმრა. ჯგუფს ხელმძღვანელობს ახალგაზრდა ელჩთა ეროვნული სკოლის თავმჯდომარე, ყოფილი ელჩი, იცხაკ ელდანი. სკოლის მიზანი მომავალი ლიდერებისა და დიპლომატების აღზრდაა. ახალგაზრდა დიპლომატები გაცნობითი ხასიათის ვიზიტებს ატარებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამჯერად ისინი საქართველოს ესტუმრნენ.
დელეგაციას მიესალმა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შაბთაი ცური, რომელიც მათ ორ სახელმწიფოს შორის არსებულ ურთიერთობებსა და დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის შესახებ ესაუბრა. დელეგაციამ მოინახულა ისრაელის საელჩო საქართველოში და გაეცნო საელჩოს მუშაობის სპეციფიკას.
დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პატრიარქ ილია II-თან, თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან.
შეხვედრები გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, აზია–აფრიკის დეპარტამენტის უფროსთან, ნიკოლოზ რევაზიშვილთან და საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ქ–ნ თამარ ჩუგოშვილთან და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.
ახალგაზრდა ელჩები ეწვევიან ისრაელის სახლს საქართველოში, "ორ–ავნერის" ებრაულ სკოლას, თბილისის ევროპულ სკოლას, ამერიკულ აკადემიას, სადაც შეხვედრები გაიმართება საქართველოს ახალგაზრდობასთან . საქართველოს ებრაულ მუზეუმში შეხვედრა შედგება ებრაული თემის ლიდერებთან. დელეგაცია საქართველოში 23 ივნისამდე დარჩება.

ბეჭდვა