მექსიკაში საქართველოს ელჩმა პანამის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
მექსიკაში საქართველოს ელჩმა პანამის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
18:51 27.06.2012
მექსიკაში საქართველოს ელჩმა მალხაზ მიქელაძემ პანამის რესპუბლიკის პრეზიდენტს რიკარდო მარტინელის საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებათა სიგელები გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფომაციით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, პანამის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე, საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს შეეხო.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეების მიერ ურთიერთობების გაღრმავებისთვის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურის სფეროებში მზაობა აღინიშნა, ასევე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოიხატა.
საქართველოს ელჩმა პანამის პრეზიდენტი საქართველოში დაპატიჟა.

ბეჭდვა