მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ევროკომისარს გიუნტერ ოტინგერს შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ევროკომისარს გიუნტერ ოტინგერს შეხვდა
18:29 27.06.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ბრიუსელში ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარს გიუნტერ ოტინგერს შეხვდა.  ამის შესახებ პრეზიდენტის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი.
ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის პოტენციალის როლის გააქტიურება იყო.
როგორც, ევროკომისარმა შეხვედრაზე აღნიშნა, ევროპა საქართველოს ენერგომწარმოებელ ქვეყნად და სანდო პარტნიორად განიხილავს.
ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილი დღესვე ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცსაც შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპაკებების პროცესში არსებულ პროგრესზე გაამახვილეს. კერძოდ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და უვიზო მიმოსვლასთან მიმდინარე დაწყებულ დიალოგში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს.
მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების თემა და შიდა პოლიტიკური ვითარება განიხილეს. პრეზიდენტმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოთქვა სრული მზაობა იმისთვის, რომ ევროპარლამენტიდან ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების პროცესს რაც შეიძლება მეტი ევროპელი დამკვირვებელი დაესწროს.
თავის მხრივ, მარტინ შულცმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში სრული მხარდაჭერა გამოხატა.

ბეჭდვა