მმართველი გუნდი ლილოს მოსახლეობისათის კომუნალური გადასახადების ჩამოწერაზე ინფორმაციას არ ფლობს
მმართველი გუნდი ლილოს მოსახლეობისათის კომუნალური გადასახადების ჩამოწერაზე ინფორმაციას არ ფლობს
17:58 27.06.2012
მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი პავლე კუბლაშვილი არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლილოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სტუმრობის შემდეგ მოსახლეობის ნაწილს კომუნალური გადასახადების დავალიანება ჩამოაწერეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად ლილოს მოსახლეობა ავრცელებს.
კუბლაშვილის თქმით, თუ მსგავსი რამე მართალაც ხდება, და რაიმე შეღავათის დაწესებას აქვს ადგილი, მას პირადად ძალიან ბევრი კითხვა ექნება ამასთან დაკავშირებით.
სააკაშვილი ლილოს ივნისის დასაწყისში სტუმრობდა.

ბეჭდვა