მიხეილ ჯანელიძე პარლამენტში სამინისტროს განვლილი 6 თვის საქმიანობის შეაფასებს
მიხეილ ჯანელიძე პარლამენტში სამინისტროს განვლილი 6 თვის საქმიანობის შეაფასებს
12:12 13.06.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განვლილი 6 თვის განმავლობაში ჩატარებულ საქმიანობას წარადგენს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი ისაუბრებს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიხედვით ამ პერიოდის განმალობაში მიღწეულ შედეგებზე. კერძოდ, ყურადღება გამახვილდება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების, ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზე. საუბარი ასევე შეეხება ორმხრივ და მრავალმხრივ დიპლომატიას, ეკონომიკური დიპლომატიისა და საზღვარგარეთ საქართველოს იმიჯის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის სამინისტროს გაწეულ საქმიანობას.

ბეჭდვა