მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ივანიშვილის მიმართ დაწყებული სააღსრულებო პროცესი კანონიერია
მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ივანიშვილის მიმართ დაწყებული სააღსრულებო პროცესი კანონიერია
17:44 27.06.2012
მმართველი გუნდის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი დარწმუნებულია, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაწყებული სააღსრულებო პროცესები კანონის სრული დაცვით ხორციელდება და ამ პროცესებში ჩარევას არ აპირებს.
„დარწმუნებული ვარ, ყველა სტრუქტურა, რომელიც ამ გადაწყვეტილებების მიღებაშია ჩართული, მოქმედ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებს“ – განუცხადა კუბლაშვილმა ჟურნალისტებს.
ამასთანავე, მან აღნიშნა რომ დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს და კონკრეტულ სააღსრულებო მოქმედებასთან დაკავშირებით ინფორმაცია შესაბამის უწყებებში უნდა გადაამოწმდეს.
„ნამდვილად არ ვაპირებ რაიმე ფორმით ჩავერიო ამ პროცესში, ეს არის სუფთა სამართლებრივი პროცედურა და არანაირი პოლიტიკური ორგანოების ჩარევა მიზანშეწონილი არ არის“ – აღნიშნა დეპუტატმა.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გუშინ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს ,,ქართუ ჯგუფში“, აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში“, აგრეთვე აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“.

ბეჭდვა