საქართველო-ბულგარეთის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილეს ფარგლებში ქალაქ სოზოპოლში გამოფენა და კინოჩვენება გაიმართა
საქართველო-ბულგარეთის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილეს ფარგლებში ქალაქ სოზოპოლში გამოფენა და კინოჩვენება გაიმართა
15:53 09.06.2017
საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, ბულგარეთის შავი ზღვის ქალაქ სოზოპოლში, ტურისტული სეზონის გახსნით ფესტივალზე, საქართველოს საელჩომ გამართა თემატური ფოტოგამოფენა - „Spectecular Georgia”, რომელიც მაისის თვეში წარდგენილი იყო ქ. სოფიას ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში, რის შემდეგაც მოეწყო რეჟისორ ზაზა ურუშაძის ფილმის „მანდარინები“ ჩვენება.

გამოფენის გახსნას დაესწრნენ ბულგარეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სოზოპოლის ადმინისტრაციის წევრები, ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული პირები.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ბულგარეთში საქართველოს ელჩმა ზურაბ ბერიძემ შეხვედრები გამართა სოზოპოლის მერთან და ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორთან, ფონდი „სოზოპოლის“ დამფუძნებელთან. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არქეოლოგიის სფეროში თანამშრომლობაზე.


ბეჭდვა