ICDI ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ცესკოს წარმომადგენლებს სტუმრობს
ICDI ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ცესკოს წარმომადგენლებს სტუმრობს
12:09 09.06.2017
ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციის და ევროსაბჭოს წარმომადგენლები დღეს გაეცვნენ ააიპ ,,დემორატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ ორგანიზებულ პროექტს - ,,ძლიერი პოლიტიკური პარტიები დედაქალაქის განვითარებისათვის“, რომელიც სსიპ-,,საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო დელეგაციის წარმომადგენლებმა დეტალურად მიიღეს ინფორმაცია პროექტის შესახებ, რომელსაც ცენტრი მიმდინარე წლის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისათვის ახორციელებს.
შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს პროექტის განხორციელების ეტაპებზე, დადებითად შეფასდა როგორც დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის მხრიდან, ასევე, ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლების მხრიდანაც.

ბეჭდვა