ვარშავაში დამოუკიდებლობის დღისადმი და საქართველო-პოლონეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა
ვარშავაში დამოუკიდებლობის დღისადმი და საქართველო-პოლონეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა
19:07 08.06.2017
ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პოლონეთში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა იან ჯეჯიჩაკმა და ბარტოშ ჩიხოცკიმ. მინისტრის მოადგილეებმა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის სახელით, ელჩს საქართველო-პოლონეთის ორმხრივ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპატიო ორდენი ბენე მერიტო (Bene Merito) გადასცეს.

საზეიმო ღონისძიებაზე პოლონურ-ქართული ერთობლივი პროექტის “Spirit of the Mountain” ფარგლებში, კონცერტი გამართეს ქართულმა კვინტეტმა „ურმული“ და პოლონურმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ტრებუნიე-ტუტკი“. ვარშავაში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსმა თინი სარალიძემ ფორტეპიანოზე შეასრულა სხვადასხვა ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებები.

მიღების ფარგლებში, დარბაზში გამოფენილ იქნა საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობების მნივშნელოვანი მოვლენების ამსახველი ფოტო მასალა.

მოწვეულმა სტუმრებმა ქართული ტრადიციული კერძები და ღვინო დააგემოვნეს.

ღონისძიებას პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის, პარლამენტის, კულტურისა და აკადემიური წრეების, კერძო სექტორის, პოლონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.


ბეჭდვა