მიხეილ სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს შეხვდა
15:23 27.06.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს ვილფრედ მარტენსს შეხვდა. ამის შესახებ პრეზიდენტის „ფეისბუქის“ გვერდზეა ნათქვამი.
ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერის საკითხები განიხილეს. საუბარი შიდა პოლიტიკურ ვითარებას და მოახლოებულ არჩევნებსაც შეეხო.
მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, სადაც ვილფრედ მარტენსის პირადი მიწვევით, ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას დაესწრება.
ვიზიტის დროს დაგეგმილია ევროსაბჭოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთნ ორმხრივი შეხვედრები.

ბეჭდვა