ქალაქ ბერნში, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოსა
და შვეიცარიასა და საქართველოსა და ლიხტენშტაინს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა და შვეიცარიის ფედერალურ პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, სენატორმა ფილიპო ლომბარდიმ.
მიღებაზე ანსამბლმა ,,ჩვენი ტრიო’’ საქართველოს ჰიმნი და ქართული სიმღერები შეასრულა .
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების პრეზენტაცია, ასევე ქართული ანბანისა და სვანეთის სურათების გამოფენა. საელჩო მოწვეულ სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა.
მიღებას ესწრებოდნენ შვეიცარიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელძღვანელები, ხელისუფლების, საკანონმდებლო ორგანოსა და სხვა უწყებების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო.
