ეგვიპტეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
ეგვიპტეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
13:47 05.06.2017
კაიროში, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა, რომელზეც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ეგვიპტეში საქართველოს საგანგებო დასრულუფლებიანმა ელჩმა, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და საქართველო-ეგვიპტის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. განსაკუთრებით აღინიშნა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი.

მიღების დროს წარმოდგენილი იქნა მასალა საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქ. კაიროში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, სამთავრობო წრეების, ადგილობრივი საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლები.

მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს საელჩო ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.


ბეჭდვა