ბრატისლავაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებას
დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორისაც სლოვაკეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს და სლოვაკეთის რესპუბლიკასა და ავსტრიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ, სიტყვით საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოს ელჩმა რევაზ გაჩეჩილაძემ მიმართეს.
პრემიერ მინისტრმა, გამოსვლაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე, საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებსა და მის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო უდავოდარის ევროპული ოჯახის წევრი, რის დასტურსაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევრიკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის მინიჭება წარმოადგენს.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის მთავრობას არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს.
ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა ქართული მონასტრის ქვევრის ღვინისა და ქართული სამზარეულოს დეგუსტაცია.
