ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბექა გოჩიაშვილის კონცერტი გაიმართა
ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბექა გოჩიაშვილის კონცერტი გაიმართა
20:08 01.06.2017
ჰააგაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ცნობილი ქართველი პიანისტის ბექა გოჩიაშვილის კონცერტი და საზეიმო მიღება გაიმართა.

კონცერტის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში კონსტანტინე სურგულაძემ მიმართა.

კონცერტის დასრულების შემდეგ საქართველოს საელჩოს სახელით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო მიღება, რომელზეც საელჩო სტუმრებს ქართული ტრადიციული კერძებითა და ღვინით გაუმასპინძლდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ნიდერლანდების სამეფოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აკადემიური, კულტურისა და ბიზნესის სფეროს და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.


ბეჭდვა