გიორგი ტუღუში - დარღვეული უფლების აღდგენა ადამიანის უფლებაა და არა მისთვის მინიჭებული პრივილეგია
გიორგი ტუღუში - დარღვეული უფლების აღდგენა ადამიანის უფლებაა და არა მისთვის მინიჭებული პრივილეგია
12:05 27.06.2012
დარღვეული უფლების აღდგენა ადამიანის უფლებაა და არა მისთვის მინიჭებული პრივილეგია. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი  ტუღუშმა კონფერენცია - „მსოფლიო წამების გარეშე“ დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, წლის განმავლობაში როგორც საპყრობილეებში, ასევე წინასწარი დაკავების იზოლატორებში დაკავებული პირების მიმართ არასათანადო და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტებია დაფიქსირებული.
„თუ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით ნაბიჯები არ გადაიდგმება, პრობლემები მუდმივად იარსებებს. აუცილებელია, წამების ყველა მსხვერპლს უფლებები აღუდგეს და ამ კუთხით ეფექტური ნაბიჯები გადაიდგას“-აცხადებს სახალხო დამცველი.
მისივე თქმით, წლის განმავლობაში დაფიქსირებულია წამებასთან გათანაბრებული რამდენიმე ფაქტი.
კონფერენცია - „მსოფლიო წამების გარეშე“ ორგანიზებულია სახალხო დამცველისა და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ მიერ.

ბეჭდვა