დარჩიაშვილი - მომავალ პარლამენტში "ქართული ოცნება" დესტრუქციულ როლს შეასრულებს
დარჩიაშვილი - მომავალ პარლამენტში "ქართული ოცნება" დესტრუქციულ როლს შეასრულებს
13:36 25.02.2012
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნების" ბლოკი მომავალ პარლამენტში დესტრუქციულ როლს შეასრულებს.
"მათ დახასიათებას ცალ-ცალკე არ დავიწყებ, ეს საარჩევნო პროცესში გამოვლინდება ვინ შევა პარლამენტში და ვინ-არა, თუმცა მთლიანობაში ირაკლი ალასანიადან დაწყებული ეკა ბესელიათი დამთავრებული, ფანჯიკიძეები და ივანიშვილის ოჯახი, ეს ისეთი კალეიდოსკოპიაა, რომ არანაირი პოზიტიურის შემქმნელი არ შეიძლება იყოს" - განუცხადა "ნიუსპრესს" დავით დარჩიაშვილმა.


ბეჭდვა