მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს
მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს
09:14 27.06.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს.
პრეზიდენტი სტამბულში გამართული BSEC-ის სამიტის შემდეგ, ბრიუსელში დაგეგმილ ევროპის  „სახალხო პარტიის“ სამიტს დაესწრება.

ამასთან, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი საკმაოდ დატვირთულია.

„ჩანიშნულია შეხვედრები ევროკავშირისა და ევროპის ხელმძღვანელ პირებთან. სააკაშვილი შეხვდება ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომიის წარმომადგენელს ქეთრინ ეშტონს, ევროკომისრებსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს“ - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.

29 ივნისს კი, მიხეილ სააკაშვილი ბაქოში დაგეგმილ რეგიონალურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. იგი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევსაც შეხვდება.

ბეჭდვა