კოპენჰაგენში საქართველო-დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
კოპენჰაგენში საქართველო-დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
13:58 25.05.2017
დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიგი გიგიაძემ. გამოსვლაში ელჩმა ისაუბრა საქართველოს ევროპულ და ევროატლნატიკურ მისწრაფებებზე, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე და დანია-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე. რის შემდეგაც, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, წარადგინა პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.

მიღებაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა ქ. ბათუმის ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსამბლი „ხორუმი“. ღონისძიებაზე შესრულდა ცეკვები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, რომლებმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

საზეიმო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ტურიზმის სფეროში დასაქმებული 6 ქართული კომპანია, რომლებიც დაინტერესებულ პირებს მათი პროდუქციისა და საქართველოში ტურისტული მარშრუტების შესახებ ამომწურავ ინფორმაცია აწვდიდნენ.

მიღებას, რომელიც საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთობლივი ორგანიზებით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით ჩატარდა, დაესწრნენ დანიის პარლამენტისა და მთავრობის წევრები კოპენჰაგენში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი ცენტრების და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, ასევე, დანიელი ჟურნალისტები, ბლოგერები და დანიაში მცხოვრები ქართველები.

ბეჭდვა