წიკლაური - ივანიშვილი რეციდივისტია
წიკლაური - ივანიშვილი რეციდივისტია
19:34 26.06.2012
ბიძინა ივანიშვილი რეციდივისტია და იგი საქართველოს კანონმდებლობას ქედმაღლურად უყურებს.
ამის შესახებ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა ივანიშვილის ქონების დაყადაღების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„თუ ივანიშვილი კვლავ უგულებელყოფს და არ შეასრულებს სააღსრულებო ბიუროს პირობებს, მის მიმართ უნდა გატარდეს ის ზომები, რომელიც 74 მლნ ლარის ამოღებას უზრუნველყოფს“ - განაცხადა წიკლაურმა.
ამასთან, წიკლაური აცხადებს, რომ ივანიშვილმა რამდენჯერმე დაარღვია ქართული კანონმდებლობა და არაერთხელ განაცხადა, რომ არ შეასრულებს კანონის მოთხოვნებს.
წიკლაურის განცხადებით, ივანიშვილის მიმართ კანონი ისეთივე მკაცრი უნდა იყოს, როგორც სხვა პირების მიმართ.

ბეჭდვა