აშშ-საქართველოს შორის მრავალმხრივი დიპლომატიის შესახებ კონსულტაციები გაიმართა
აშშ-საქართველოს შორის მრავალმხრივი დიპლომატიის შესახებ კონსულტაციები გაიმართა
19:30 26.06.2012
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ვაშინგტონში მრავალმხრივი დიპლომატიის შესახებ კონსულტაციები გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონსულტაციებზე ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე ხელმძღვანელობდა, ხოლო ამერიკულს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე - ესტერ ბრიმერი.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და აშშ-ს მთავრობების მაღალი დონის წარმომადგენლებმა აშშ-საქართველოს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების კონტექსტში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს, ასევე, ისაუბრეს ავღანეთში ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების კუთხით სამომავლო თანამშრომლობაზე.
მონაწილეები გაეროსთან, ნიუ-იორკსა და ჟენევაში, აშშ-სა და საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობებს შორის კოორდინაციასა და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხედებენ, რომ ეროვნული და საერთო ინტერესების უზრუნველსაყოფად საქართველოსა და აშშ-ს მთავრობები მრავალმხრივი დიპლომატიის განხორციელებას მომავალშიც გააგრძელებენ.

ბეჭდვა