კონსტიტუციის კანონპროექტის ახალ რედაქციას ოზურგეთის მოსახლეობა გაეცნო.
საკონსტიტუციო ცვლილებების
ძირითად პრინციპებსა და მიმართულებებზე პრეზენტაცია პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა წარმოადგინა. „ქვეყნის უზენაესი კანონის შემუშავებისპროცესში მონაწილეობით, ისტორიული შანსი გვეძლევა. ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის უკეთესი განვითარებისთვის იქნება მიმართული“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
პარლამენტის წევრმა კონსტიტუციური პროექტის მომზადების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქმედი კონსტიტუციის რედაქციაზე, რომელმაც ბოლო ცვლილებები 2010 წელს განიცადა, შენიშვნები და რეკომენდაციები ვენეციის კომისიისმიერ, მისი მიღების პერიოდშივე გამოითქვა. მისივე განცხადებით, კონსტიტუციურ სამართლის პრინციპებთან შეუსაბამობისა, მოქმედი კონსტიტუცია უამარავ იურიდიულ-ტექნიკურ და რედაქციულ ხარვეზებს მოიცავს და სწორედ მათი შეცვლისუზრუნველსაყოფად ოთხი თვის განმავლობაში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ინტენსიური მუშაობა გასწია. მარიამ ჯაშმა დეტალურად ისაუბრა კონსტიტუციის თავებში მოცემულ სიახლეებზე და ყურადღება იმ ნორმებზე გაამახვილა, რომლებიცახალი რედაქციის მიხედვით, კონსტიტუციურ დონეზე ძლიერდება. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა სოციალური სახელმწიფოს ცნებას, ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დაცულობას, კონსტიტუციური ორგანოების (სახალხოდამცველის აპარატი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, კომუნიკაციების სააგენტო) გაძლიერებას, ქორწინების წესის ჩანაწერის კონსტიტუციურ დონეზე აყვანას, შრომით უფლებებს და სხვა. მარიამ ჯაშმა საპარლამენტო მმართველობის სისტემის ოთხ ძირითადპრინციპთან დაკავშირებით ფუნდამენტალური ცვლილებებზეც ისაუბრა და დეტალურად განმარტა როგორც პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევის ახალი წესი, ასევე ქმედითი მთავრობის უფლებამოსილების მიმართულებები და დამოუკიდებელისასამართლოს კონსტიტუციურ დონეზე გაძლიერების საკითხები.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციის მოსაზრებები პარლამენტის წევრმა, ლელა ქებურიამ წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, კონსტიტუციური პროექტის ახალ რედაქციაში არის საკითხები, რომლებიცგარკვეულწილად მისაღებად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელია პრეზიდენტის არჩევის წესი და საპარლამენტო არჩევნებში ე.წ. ბონუსის სისტემით დაწესებული პრივილეგიები. ლელა ქებურიამ აღნიშნულსიახლეებთან დაკავშირებით მოსახლეობის ფართო მასების გამოკითხვა და პლებისციტის ჩატარება მოითხოვა. საპარლამენტო არჩევნებში გაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებულ პარტიისთვის გადაცემის წესი, „საქართველოს პატრიოტების“წარმომადგენელმა, გოჩა თევდორაძემაც გააპროტესტა და ერთი პოლიტიკური პარტიისთვის ჭარბი ძალაუფლების ხელში მოქცევის რისკებზე ისაუბრა. მანვე ე.წ. ბონუსის სისტემას პრეზიდენტის არჩევის წესი, 5% ბარიერი და პოლიტიკური ბლოკებისგაუქმების წესიც დაუკავშირა.
ადგილობრივ მოსახლეობას მმართველი პოლიტიკური ძალის არგუმენტებზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ და ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ისაუბრეს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისგანცხადებით, მოქმედი კონსტიტუციის ცვლილების აუცილებლობაზე ყველა თანხმდება, თუმცა მის შინაარსთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. მისივე შეფასებით, შემოთავაზებული ცვლილებებით ქვეყნის უზენაესი კანონიევროპული სამართლის პრინციპებთან შესაბამისობაში მოდის, სადაც მკაფიოდ გაიწერება კონსტიტუციის თვითოეული თავი, დალაგდება მისი სტრუქტურა, რაც მოსახლეობას კონსტიტუციური ტექსტისადმი ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. არჩილთალაკვაძემ მნიშვნელოვან ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალ რედაქციაში ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ადამიანის უფლებების მიმართულებით კეთდება, რაც რიგი უფლებების კონსტიტუციურ დონეზე აყვანას განაპირობებს. მანვე საარჩევნოსისტემების ცვლილებაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლით, მმართველი ძალა საკუთარი ნებით იუარსებებს არსებულ პოზიციებს, რაც ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ და უკეთესგანვითარებასთან არის დაკავშირებული. არჩილ თალაკვაძემ პოლიტიკური ბლოკების გაუქმების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და მისი მიღება პოლიტიკური პარტიების გაძლიერების აუცილებლობით ახსნა. მანვე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებითკონკრეტული მაგალითები მოიყვანა და საზოგადოებას ევროპული გამოცდილებაც გააცნო, რომლის მიხედვითაც ევროპულ ქვეყნებში პოლიტიკური ბლოკების სისტემა მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოში არსებობს და იქაც რვა პროცენტიანი და მეტნიშნულიანი ბარიერები არსებობს. არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის არჩევის ახალი წესის განსაზღვრისას აღნიშნა, რომ საპარლამენტო მმართველობის ქვეყნებში სახელმწიფოს მეთაურის პირდაპირი წესით არჩევა წარსულის პრაქტიკაა და მისი გამოყენებაერთეულ ქვეყნებში ხორციელდება. უმრავლესობის ლიდერი თავის გამოსვლაში ძლიერი პარლამენტის და ქმედითი მთავრობის ძირითად პრინციპებსაც შეეხო და მათი კონსტიტუციურ დონეზე გამყარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კონსტიტუციური პროექტის სამართლებრივ საფუძვლები და მათი იმპლემენტაციის მნიშვნელობა, ოზურგეთის მოსახლეობას, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრმა, ვასილ გონაშვილმა გააცნო. მომხსენებელმა დეტალურადმიმოიხილა კლასიკური დემოკრატიის ევროპული ქვეყნების მაგალითები და ძლიერი საპარლამენტო სახელმწიფოს მშენებლობისთვის, მათი გამოცდილების გაზიარებასა და კონსტიტუციური სამართლის პრინციპების ჰარმონიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
