საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
16:55 24.05.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

როგორც ჩანაწერშია აღნიშნული, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქ.მაჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობას.

22 მაისს, ქ. მანჩესტერის არენაზე მომხდარ აფეთქებას 22 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გაერთიანებულ სამეფოში საფრთხის დონე "კრიტიკულად" გამოცხადდა.

ბეჭდვა