ქუთაისში, რკინიგზის სადგურთან გარდაცვლილი ახალგაზრდა ჯარისკაცის ვინაობა დადგენილია. 24 წლის უშანგი ჭაფოძე სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში ცხოვრობდა.
როგორც „ნიუსპრესის“ იმერეთის ბიუროს კორესპონდენტი იუწყება, მკვლელობა, სავარაუდოდ, წუხელ შუაღამისას მოხდა. ექსპერტიზის პირველადი დასკვნით, ახალგაზრდა ნაცემია და თავში ქვის დარტყმით არის მოკლული.
უშანგი ჭაფოძის ოჯახის წევრებს მკვლელობასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია და ვერსია არ აქვთ. გარდაცვლილს მშობლები დაღუპული ჰყავს.
,,იგი მსახურობდა ჯარში. დღეს გავიგეთ, რომ რკინიგზის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე უნახავთ მკვდარი, ნაცემია, სულ დალილავებუული აქვს სახე. დაახლოებით რვა თვეა ჯარში მსახურობს. გუშინწინ, მამიდასთან იყო მისული, იქედან წამოსულმა თქვა, ჯარში მივდივარო“ – ამბობს გარდაცვლილის ბიძა ვეფხვია ჭაფოძე.
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მიმდინარეობს გამოძიება.
