ინგლისში მომხდარი ტერაქტის გამო პრემიერი მწუხარებას გამოთქვამს
ინგლისში მომხდარი ტერაქტის გამო პრემიერი მწუხარებას გამოთქვამს
10:12 23.05.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ინგლისში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ბრიტანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
"მწუხარებას გამოვთქვამ ინგლისში, მანჩესტერში მომხდარი ტრაგედიის გამო. ტერაქტს, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაჭრილები.
საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დიდი ბრიტანეთის მთავრობას, ინგლისელ ხალხს. ჩვენ მთელი გულით ვდგავართ მათ გვერდით ამ განსაცდელის დროს.
გამოვთქვამ რწმენას, რომ ცივილიზებული მსოფლიო სულ უფრო მეტად გაააქტიურებს მოქმედებას ტერორიზმის წინააღმდეგ და ჩვენ, საერთო ძალებით, მივაღწევთ მშვიდობას მთელ მსოფლიოში"-ნათქვამია პრემიერის სამძიმარს გამოთქვამს.

ბეჭდვა