დავით დონდუა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
დავით დონდუა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
22:02 22.05.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს ნილს სკოტს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ და კონფლიქტის დარეგულირების პროცესში საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს იმ პროგრამებზე, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ხორციელდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე შეთანხმდნენ.

ბეჭდვა