საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგარეო საქმეთა მინისტრი მოადგილის დავით დონდუა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილეს ნიკოლას ბერლინერს
შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სტაბილურობის შენარჩუნებისა და იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის სიტუაციის გაუმჯობესების აუცილებლობაზე, მათ შორის, აშშ-ის შესაძლო კონტრიბუციაზე შერიგებისა და კონფლიქტის მოგვარების პროცესში, ასევე, განიხილეს ამ მიმართულებით არსებული კონკრეტული ინიციატივები.
საუბარი აგრეთვე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ფორმატში კონსტრუქციული მონაწილეობისთვის მზადყოფნა და ხაზი გაუსვა მოლაპარაკებებისა და მისი დღის წესრიგის შენარჩუნების აუცილებლობას.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ნატო-ს პრობლემატიკა. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს მიმდინარე წლის 8-10 მაისს, ქ. ვაშინგტონში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის წარმატებულ ვიზიტზე, ასევე, ხაზგასმით აღნიშნეს ის შესაძლებლობები, რომლებსაც საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული და ყოვლისმომცველი პარტნიორობა იძლევა.
