კონსტიტუციური პროექტის ახალ რედაქციას დღეს ხულოს, შუახევის და ქედის მოსახლეობა გაეცნო. აჭარის მაღალმთიანი რეგიონის ადგილობრივ
მოსახლეობას, ქვეყნის უზენაეს კანონში შესატანი ცვლილებების მთავარი არსი და მნიშვნელოვანი სიახლეები,ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა გააცნო.
„კონსტიტუცია - ქვეყნის უზენაესი კანონი, განკუთვნილია სწორედ იმ ადამიანებზე, რომლებიც დღეს მობრძანდით საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და მისდემოკრატიულ განვითარებაში არიან ჩართულნი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
პარლამენტის წევრმა ადგილობივებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოთხთვიანი მუშაობის შედეგები გააცნო და კონსტიტუციური კანონის პროექტის მომზადების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 2010 წელს მომზადებულმა ცვლილებებმა, როდესაც საპრეზიდენტო მმართველობა საპარლამენტო სისტემაზე გადასვლით შეიცვალა, უამრავი ფუნდამენტური და იურიდიულ -ტექნიკური ხარვეზი დატოვა, რაზეც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც არსებობს. წარმოდგენილი ცვლილებებით კი სრულყოფილ ფორმას იღებს მმართველობითი სისტემა, რომელიც ოთხ ძირითად პრინციპს - ზეპარტიულ პრეზიდენტს, ძლიერ პარლამენტს, ქმედით მთავრობას და დამოუკიდებელ სასამართლოს წარმოადგენს.
არსებით ცვლილებებზე საუბრისას, დავით მათიკაშვილი კონსტიტუციის მეორე თავში მოცემულ ადამიანის ძირითად უფლებებს შეეხო და კონსტიტუციით გარანტირებული მიმართულებები განმარტა. მანვე ადგილობრივ მოქალაქეებს, პარლამენტის დაპრეზიდენტის არჩევის წესში მომზადებული ცვლილებები გააცნო. პარლამენტის წევრმა შერეული სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პრინციპებზე ისაუბრა და ყურადღება 5% ბარიერის დაწესებაზე, ე.წ. ბონუსის სისტემაზე დასაარჩევნო ბლოკების გაუქმებაზე გაამახვილა. დავით მათიკაშვილმა საპარლამენტო მმართველობის ქვეყნებში პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და პრეზიდენტის ლეგიტიმაციასა და მის ძალაუფლებას შორის არსებულიდისბალანსის შედეგები განმარტა.
კონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებით, ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების" შეხედულებები ფრაქციის წევრებმა ლელა ქებურიამ და აკაკი ბობოხიძემ წარმოადგინეს. ისევე როგორც ყველა გამართულ განხილვაზე, ხულოშიცოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის არჩევის წესი, პროპორციული საარჩევნო სისტემა, 5% ბარიერი და ე.წ. ბონუსის სისტემის შემოღება გააპროტესტეს. ლელა ქებურიას განცხადებით, იგი სრულად იზიარებს მმართველობის სისტემის ოთხშემოთავაზებულ პრინციპს, თუმცა იგი წარმოდგენილ საკონსტიტუციო პროექტით მათ შესრულების უზრუნველყოფას ვერ ხედავს. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა თვითმმართველობის არჩევნების პარალელურადპლებისციტის გამართვა და ხალხის პოზიციის გაცნობა მოითხოვეს.
ოპოზიციონერი გამომსვლელების პასუხად პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ კიდევ ერთხელ განმარტა პროპორციული სისტემაზე გადასვლის მნიშვნელობა და ერთნიშნა დანამატის - ე.წ. ბონუსის შემოღების აუცილებლობა. მისიგანცხადებით, ყოველივე ეს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს, რაც კოალიციურ მთავრობების შექმნასთან დაკავშირებულ რისკებს გამორიცხავს. მისივე შეფასებით, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც რეგიონში და ზოგადად მსოფლიომასშტაბით შეინიშნება, საქართველოსთვის სტაბილური გარემოს შექმნა და დემოკრატიული განვითარება, მნიშვნელოვანი ფაქტს წარმოადგენს და არ შეიძლება სტაბილურობის მიმართ ზოგადი და ცინიკური განცხადებების გაკეთება. გიორგი ვოლსკიმსაარჩევნო ბლოკების გაუქმების და პოლიტიკური პარტიების განვითარების მნიშვნელობასა და პრეზიდენტის არჩევის წესზეც ისაუბრა და საკუთარი არგუმენტები წარმოადგინა. გამოსვლის დასასრულს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ,კონსტიტუციის საბოლოო რედაქციის მომზადების პროცესზე ისაუბრა. „შეხვედრებზე ჩვენ ვისმენთ მოსახლეობის აზრს, შემდეგ ვაანალიზებთ მათ. პარალელურად ვმართავთ კონსულტაციებს და ველოდებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ყოველივეამის გათვალისწინებით, მომზადდება კონსტიტუციის საბოლოო რედაქცია, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო განხილვა საქართველოს რეგიონებში, მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
