საქართველოს დღეს თურქეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
საქართველოს დღეს თურქეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
14:12 22.05.2017
თბილისს დღეს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა თურქეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელაგაცია პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის ხელმძღვანელობით. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალურ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიიღებს. თურქეთის სამთავრობო ვიზიტის ფარგლებში 23 მაისს გაიმართება საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-2 სხდომა. საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად ასევე ეწვევა თბილისს.

საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფორმატი 2016 წელს ამოქმედდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების სტრატეგიულ ხასიათს და მიზნად ისახავს მათ კიდევ უფრო გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნება.

ბეჭდვა