საგარეო საქმეთა მინისტის მოადგილე დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის წვერებს შეხვდება
საგარეო საქმეთა მინისტის მოადგილე დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის წვერებს შეხვდება
12:27 22.05.2017
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში შეხვედრას გამართავს.

შეხვედრაზე განხილული იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წელს, 27 მაისს ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები და ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის პოლიტიკა და პრიორიტეტები.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით პირველად მომზადდა დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგია, რომლის აქტიური გახილვა მიმდინარეობს, როგორც საპარლამენტო წრეებში, ასევე დიასპორასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. სტრატეგია მოიცავს დიასპორასთან ურთიერთობის პოლიტიკას და პრიორიტეტებს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესვე პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განხილული იქნება მიმდინარე წლის 27-28 მაისს დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმთან დაკავშირებული საკითხები, ფორუმს დიასპორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება მსოფლიოს 25-ზე მეტი ქვეყნიდან. ფორუმზე ასევე მოწვეულნი არიან საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და სხვა. ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ სახელწიფოსა და დიასპორის ურთიერთობის საკითხებზე, განხილული იქნება დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია დ ასევე დიასპორის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ თემატურ ჯგუფებში, სადაც განხილული იქნება შემდეგი საკითხები - დიასპორის როლი სახალხო დიპლომატიაში, დიასპორა და ეკონომიკა, განათლება და მეცნიერება და სხვა.


ბეჭდვა