პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ must carry-ს პრინციპის შემოღება უცხოელი პარტნიორების დასანახად გაითვალისწინა.
ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის თბილისში ვიზიტის დროს must carry ერთ-ერთი პრინციპული საკითხი იყო, რომელიც ხელისუფლებასთან შიდა შეხვედრებზე დაისვა.
„აშშ აფიქსირებდა, რომ must carry ნორმალურ ქვეყნებში უნდა არსებობდეს და ამას საქართველოსგანაც ითხოვდნენ“ - განმარტა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ ხელისუფლებამ პრინციპი არ შემოიღო და ამერიკა გაწბილებული დარჩა.
„სააკაშვილი არა მარტო საქართველოს მოსახლეობას ებრძვის, არამედ ასეთივე ბრძოლა აშშ-სთანაც ჩაღდება. ამერიკელები ღია ტექსტით ითხოვენ, რომ სააკაშვილს ყველა ვადა უმთავრდება და ხელისუფლება უნდა გადააბაროს. მათ ეუბნებიან, რომ ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს და არასადაც არ მიდიან, ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამერიკელები მხარს გვიჭერენ, ამიტომაც არსად წავალთო“ - განმარტა ივანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ამერიკელები საქართველოს 8 წლის განმავლობაში ეხმარებოდნენ და ცდილობდნენ, რომ ქვეყანა დემოკრატიული ყოფილიყო. მისივე ინფორმაციით, ახლა ამერიკა აცნობიერებს, რომ საქართველოში სხვა რეალობაა და კეთილი რჩევით ცდილობენ სააკაშვილი კანონს დაუქვემდებარონ.
„წითელ მოედანზე გადასული სააკაშვილი ახერხებს, რომ მთლაიანად კანონგარეშე არ დარჩეს“ - განაცხადა ივანიშვილმა.
must carry-ს პრინციპის შემოღებასთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროზე კანონპროექტი დღეს დარეგისტრირდა. იგი საარჩევნო პერიოდში საკაბელო ოპერატორებს დაავალდებულებს ყველა მაუწყებლის ტრანზიტი განახორციელონ.
