საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში ლატვიის
საგარეო საქმეთა მინისტრთან ედგარს რინკევიჩთანშეხვედრა გამართა.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას კოლეგებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და ამ მიმართულებით საქართველოს პრიორიტეტებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სქართველოს ნაბიჯებს რეფორმების, დემოკრატიული განვითარების, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. მინისტრებმა ისაუბრეს მიმდინარე წლის ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის პრიორიტეტებსა და მოლოდინებზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.
