საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს დასამტკიცებლად ყატარში ახალი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატურა შესთავაზა.
ამ თანამდებობაზე ეკატერინე მაიერინგ-მიქაძეა წარდგენილი, რომელიც 2010 წლიდან დღემდე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია ქუვეითის სახელმწიფოში.
ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე 2004-2007 წლებში მუშაობდა ელჩად იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლიბანის რესპუბლიკაში, საუდის არაბეთში, ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.
2009-2010 წლებში ის იყო წარგზავნილი ელჩად ქუვეითში, საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, ყატარში, ომანის სასულთნოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.
