დავით ჯალაღანია სლოვენიის ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა
დავით ჯალაღანია სლოვენიის ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა
17:55 18.05.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია სლოვენიის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ალეშ კანტარუტის შეხვდა.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითრების საკითხები. მინისტრის მოადგილემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შესახებ. ამასთან, ისაუბრა მთავრობის მიერ შემუშავებულ რეფორმების 4 პუნქტიანი გეგმისა და მის ფარგლებში მიმდინარე თუ დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველო-სლოვენიის ბიზნეს-ფორუმი, რომელშიც მონაწილეობს 10-მდე სლოვენიური და 20 ქართული კომპანია.

ბეჭდვა