„ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის სახელმძღვანელოს“ პრეზენტაცია ამ წუთებში სასტუმრო „ამბასადორში“ მიმდინარეობს.
სახელმძღვანელო კავკასიის ეკონომიკურმა და სოციალურმა კვლევითმა ინსტიტუტმა და „ევრაზიის თანამშრომლობის“ ფონდმა წარადგინეს.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.
გამოცემის ავტორები აცხადებენ, რომ სახელმძღვანელო პირველი პრაქტიკული მცდელობაა საიმისოდ, რომ ერთიან დოკუმენტში მომხდარიყო იმ გამოცდილებისა და ინსტრუმენტების თავმოყრა, რაც მონიტორინგით დაინტერესებულ პირებს დაეხმარებათ.
სახელმძღვანელოში განხილულია მონიტორინგის ჩატარების პრინციპები და მექანიზმები ადგილობრივი არჩევნებისა და საარჩევნო პროცედურების მონიტორინგის, სამართლებრივი აქტების გამოცემის, ბიუჯეტის, სახელმწიფო შესყიდვების, პრივატიზაციისა და ქონების მართვის მონიტორინგის და სხვა მიმართულებით.
ავტორები იმედოვნებენ, რომ სახელმძღვანელო ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.
