კახა კუკავა ხელისუფლებას კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დაკავების მცდელობაში ადანაშაულებს
კახა კუკავა ხელისუფლებას კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დაკავების მცდელობაში ადანაშაულებს
15:01 26.06.2012
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა ხელისუფლებაში კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგიტა მოსიაშვილის სავარაუდო დაკავების მცდელობაში ადანაშაულებს.
როგორც კახა კუკავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პარტიის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ხელისუფლება გოგიტა მოსიაშვილის დაკავებას გეგმავს.
მისი თქმით, მოსიაშვილს სავარაუდოდ, ბრალს იარაღის უკანონო ტარების ან ნარკოტიკული დანაშაულისთვის წაუყენებენ.
„გოგიტა მოსიაშვილი ოპოზიციურ შეხედულებებს რამდენიმე წელია აქტიურად აფიქსირებს. მისი რეგიონული ორგანიზაცია ერთ-ერთი სანიმუშოა პარტიის სტრუქტურებს შორის. მოსიაშვილი კახეთის მთავარი ოპოზიციური ძალის ხელმძღვანელია“ - განაცხადა კუკავამ.
„თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლები ხელისუფლებას აფთხილებენ, თუ პარტიის მიერ მოპოვებული ინფორმაცია დადასტურდება და მოსიაშვილს დააკავებენ, ეს ფაქტი, როგორც პარტიის, ასევე, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან, პოლიტიკური რეპრესიად განიხილება.
კახა კუკავამ ასევე, აღნიშნა, რომ გოგიტა მოსიაშვილი მზად არის ნებისმიერ დროს გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება.

ბეჭდვა